ისტორია

ათწლეულების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში გატარებულმა აგრარულმა პოლიტიკამ, რომლის ფარგლებშიც არ იყო გათვალისწინებული ფერმერთა პრობლემები და მოსაზრებები, განაპირობა ასოციაციის შექმნა. ამასთან, ფერმერთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობა იწვევდა.

2012 წლის ბოლოს ფერმერ ნინო ზამბახიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელიც ამჟამად 2000-მდე ფერმერს აერთიანებს. ასოციაციამ მოკლე დროში შეძლო სახელმწიფოსა და ფერმერთა შორის მაკოორდინირებელ მძლავრ ორგანიზაციად ჩამოყალიბება.

2013 წელს ფერმერთა ასოციაცია COPA-COGECA-ს – ევროპის სოფლის მეურნეობის ასოციაციებისა და კოოპერატივების გაერთიანების პარტნიორი გახდა. ფერმერთა ასოციაცია მეოთხე ორგანიზაციაა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, რომელსაც ასეთი შესაძლებლობა მიეცა.

დღეს, ჩვენ, ჩვენი წევრებისაგან მინიჭებული მანდატის შესაბამისად, ვასრულებთ ფერმერებსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი რგოლის ფუნქციას. ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უწყებებთან, აქტიურად ვმონაწილეობს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფორმირებაში. ამასთანავე, ვართ სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო საბჭოს წევრი. მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო განვითარების ალიანსი.

ჩვენს მიერ განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ფერმერული მეურნეობების, კოოპერატივებისა და ზოგადად, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ მოკლე დროში დაიმკვიდრა ადგილი სოფლის მეურნეობის სფეროს წამომადგენელთა შორის და მონაწილეობს ყველა თემატურ ღონისძიებაში, სადაც აგარული საკითხები განიხილება.

ასოციაციის მოსაზრებები და საქმიანობა მუდმივად შუქდება სხვადასხვა მედია საშუალებებში.