ფერმერთა ხმა

საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორმა დიდი როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაში. ქართველი ფერმერი არის ბიზნესმენი, რომელსაც დადებითად და სრულფასოვნად შეაქვს წვლილი სოფლის განვითარებაში, ვისაც შეუძლია ააშენოს ეფექტური, სასარგებლო და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებები. ის საკმაოდ კარგად აცნობიერებს იმას, რომ ძლიერი სოფლის მეურნეობა ნიშნავს ძლიერ საქართველოს! იმისათვის, რომ იყო კარგი ფერმერი, უნდა გაზარდო ფერმერის სარგებლიანობა. თუმცა ეს საქართველოში არც ისე ადვილია, რადგან ფერმერებს სჭირდებათ თავიანთი უფლებების დაცვა და მხარდაჭერა, რათა შეძლონ ბაზარზე კონკურენციის გაწევა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია არის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ფერმერებს მიაწვდინონ საკუთარი ხმა მათ, ვისაც მათი დახმარება შეუძლიათ. ასოციაცია ეხმარება თავის წევრებს, აძლევს რა მათ ინფორმაციას სამთავრობო პროგრამებზე, სერვისის პროვაიდერებზე, სპონსორებზე, ბაზრებზე და ტექნიკურ დახმარებაზე. ასევე უტარებს კონსულტაციებს მის წევრ ფერმერებს, წარმოადგენს მათ ინტერესებს, უწევს მათ ადვოკატირებას და იცავს მათ უფლებებს.