ჩვენი გუნდი

„საქართველოს ფერმერთა ასოციაციას“ ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭო, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება, თითოეული მათგანი – ათწლიანი ვადით. ასევე გვყავს მრჩეველთა საბჭო და უხუცესთა საბჭო, რომლებიც კონსულტაციას უწევენ აღმასრულებელ დირექტორს.

სამეთვალყურეო საბჭო

ნინო ზამბახიძე

ნინო ზამბახიძე

ნინო ზამბახიძე დაიბადა 1978 წლის 14 ივნისს, თბილისში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, მთარგმნელ-რეფერენტის განყოფილების ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. გავლილი აქვს ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით, შესაბამისი სერტიფიკატებით, მათ შორის, ექსპორტის სერთიფიცირებული მენეჯერისა და სურსათის უვნებლობის სერთიფიცირებული მენეჯერის. 2013 წელს ჩააბარა გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის (გრენობლი, საფრანგეთი და კავკასიის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო) – ორმაგი ხარისხის...
დევიდ ლი

დევიდ ლი

დევიდ ლი დაიბადა დიდ ბრიტანეთში. 2004-დან 2012 წლამდე ის იყო მაგთიკომის გენერალური დირექტორი და 2012 წლიდან ამავე კომპანიის პრეზიდენტია. 90-იან წლებში დევიდ ლიმ შეიძინა სასოფლო-სამეურნეო მიწები იმერეთის რეგიონში, გააკეთა ინვესტირება ფერმაში და დაიწყო კამეჩების გამრავლება და გაყიდვა. გარდა ამისა, ის ფლობს მიწის ნაკვეთს, სადაც მოჰყავს შვრია, ხორბალი და სიმინდი. დევიდ ლის ჰყავს მეუღლე და სამი...
ბექა გონაშვილი

ბექა გონაშვილი

ბექა გონაშვილი, დაიბადა 1985 წლის 30 მარტს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2007-2008 წლებში მუშაობდა „თიბისი“ ბანკში საკრედიტო ადმინისტრატორად. 2009 წლიდან არაბ პარტნიორებთან ერთად დაიწყო საქართველოდან ცოცხალი საქონლის ექსპორტი და გახდა“ შპს ალფა ფორ ლაივსტოკის“ გენერალური დირექტორი. 2010 წლიდან არის შპს ჯორჯიან ლაივსტოკ ექსპორტის დამფუძნებელი და დირექტორი, რომელიც ეწევა ცოცხალის საქონლის...
გიორგი ღვინიაშვილი

გიორგი ღვინიაშვილი

გიორგი ღვინიაშვილი, დაიბადა 1973 წლის 8 აგვისტოს, ქ.თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2010 წლიდან დღემდე არის შპს „ვარციხის პლანტაციების“ გენერალური დირექტორი. კომპანია ფლობს 24 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, სადაც გაშენებულია ლურჯი მოცვის 9 ჯიში და ჟოლოს 5 ჯიში. 2014 წლიდან შპს „ვარციხის პლანტაციები“ ფლობს მოცვისა და ჟოლოს გადამამუშავებელ წარმოებას ბაღდათის რაიონში,...
გელა ფათალიშვილი

გელა ფათალიშვილი

გელა ფათალიშვილი, დაიბადა 1974 წლის 19 დეკემბერს. 11 წლის ასაკიდან ვენახში მუშაობს. მისი ოჯახის უკვე რვა თაობა აყენებს ღვინოს. 2007 წლიდან უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩამოაყალიბა შპს „ხოხბის ცრემლები“ და დღემდე თავდაუზოგავად შრომობს ქართული ღვინის განვითარებასა და პოპულარიზაციისათვის. გელა ენთუზიაზიმით სავსე მეღვინე და მეურნეა. აქვს უზომო სიყვარული ქვეყნის, ვაზის, ღვინის, ოჯახის. ყავს მეუღლე და ოთხი შვილი.