საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA) 2016 წლის 25 სექტემბერს დააფუძნა ფერმერთა სათათბირო, რომლის შექმნის ინიციატივა მის წევრ ფერმერებს, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ 2016 წლის 1 დეკემბერს წარუდგინა. სათათბიროს ფორმირების გადაწყვეტილება  ფერმერებმა კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უმრავლესობით მიიღეს.
სოფლის მეურნეობის სფეროში ეფექტური საკონსულტაციო ორგანოს შესაქმნელად რეკომენდაციების შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“-სა და „ოქსფამი“-ს მიერ მოწვეული ექსპერტები პროდრომოს კალაიტზისი – ევროპის სოფლის მეურნეობის ასოციაციებისა და კოოპერატივების გაერთიანება „Copa-Cogeca“-ს კონსულტანტი და მაირა დზელზკალეჟა-ბურმისტრე – ლატვიის ფერმერთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ექსპერტებმა შეისწავლეს ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში არსებული პრაქტიკა, ასევე, დარგში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების დადგენის მიზნით, შეხვდნენ  ადგილობრივ ფერმერებსა და სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებს.
სათათბიროს ფორმირება საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებთან „ქეა – საერთაშორისო კავკასიაში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ENPARD“-ის პროგრამის „თანამშრომლობა სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ პროექტისა და ასევე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ოქსფამის“ პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.

ფერმერთა სათათბიროს მიზნები:

  • ფერმერთა ინეტერსების დაცვა და  საკანონმდებლო პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • ფერმერთა ინტერესების დასაცავად, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საკომუნკიკაციო ჯაჭვის მუნიციპალურ დონეზე განვითარება.
  • ფერმერთა სათათბიროს ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბება, რომელიც დაიცავს ფერმერთა ინტერესებს და გააძლიერებს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე, ბიზნესზე ორიენტირებულ ფერმერებს;
  • აგრარულ სექტორში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ფერმერების მაქსიმალურად ჩართულობა, როგორც მუნიციპალურ, ასევე, ინსტიტუციურ დონეზე.

ფერმერთა სათათბიროს სტრუქტურა:

მოწვეული კონსულტანტების რეკომენდაციების საფუძველზე, შეიქმნა ფერმერთა სათათბიროს მმართველობითი სტრუქტურა, წესდება და შინაგანაწესი. შემუშავდა სათათბიროს საქმიანობის პროცედურული სქემა. განისაზღვრა წარმომადგენელთა რაოდენობა, მათი შერჩევის კრიტერიუმები.  მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა სათათბიროს კანდიდატურების შერჩევის მიზნით შეიქმნა სააპლიკაციო ფორმა. ფერმერთა სათათბიროს წევრობის მსურველთა რეგისტრაციის დასრულების შემდგომ,  სამეთვალყურეო საბჭოს  მიერ შეირჩნენ კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტების მიხედვით გადანაწილდნენ.

ფერმერთა სათათბიროს წევრები (მოთათბირეები) მთელი საქართველოს მასშტაბით არიან წარმოდგენილნი. ფერმერთა სათათბიროს აქვს შემდეგი სახის ორგანიზაციული სტრუქტურა:

  • ფერმერთა სათათბიროს სხდომებს წარმართავს მმართველობითი საბჭოს მიერ შერჩეული სპიკერი, რომელიც არის ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე. ფერმერთა სათათბიროს  ჰყავს მმართველობითი საბჭოს მიერ შერჩეული და მოთათბირეებისგან დამტკიცებული 3 ვიცე-სპიკერი, რომლებიც ახორციელებენ სპიკერის  ფუნქცია-მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში;
  • ფერმერთა სათათბიროს კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას უწევს მმართველობითი საბჭო. (თითოეულ რეგიონსა და საბჭოსთან კომუნიკაციას წარმართავს  მმართველობითი საბჭოს ერთი წევრი);
  • რეგიონული კომიტეტი შედგება მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებისგან. რეგიონული კომიტეტი ირჩევს ხელმძღვანელს, რომელიც მას წარმოადგენს რეგიონების კომიტეტზე;
  • რეგიონების კომიტეტი მუშაობს რეგიონების პრობლემატიკის დაჯგუფებასა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე;
    სექტორული სამუშაო ჯგუფები ნაწილდება მოთათბირეების კომპეტენციიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. სექტორული სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელები შეირჩევიან ხმის მიცემის პრინციპით;
    აგრარული პოლიტიკის შემუშავების კომიტეტი შედგება სექტორული სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელებიsagan;
    კოოპერატივების კომიტეტი შედგება სამუშაო ჯგუფების მიერ ნომინირებული კოოპერატივის წევრი მოთათბირე-ებისაგან;
    მრჩეველთა საბჭოები და მათი ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ დარგის ექსპერტების ჩართულობას პრობლემის მოგვარების გზების ძიების პროცესში.
    ფერმერთა სათათბიროში ხმის მიცემის პროცედურა ხორციელდება მობილური აპლიკაციით (Evote სისტემით, რომელიც შეიძლება ჩამოიტვირთოს „iOS“ -ისა და „Android“-ის  სისტემის სმარტფონებზე), რომელიც სპეციალურად სათათბიროსთვის შეიქმნა პროცესის გამჭვირვალობისათვის.
    სათათბიროსთვის შექმნილი წესდების მიხედვით, ფერმერთა სათათბიროს გაფართოებული შეხვედრები ჩატარდება წელიწადში ორჯერ, ხოლო სექტორული – სამ თვეში ერთხელ.
    სათათბირო უნდა ჩამოყალიბდეს ფერმერების ამოცანებზე მორგებულ სტრუქტურად, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ეფექტური სამუშაო ჯგუფებით; მიმართულებას მისცემს სოფლის მეურნეობის სფეროში ჩართულ დაინტერესებულ ჯგუფებს ფეხი აუწყონ ბაზარზე არსებულ რეალობასა და გამოწვევებს;  გამოავლენს პრიორიტეტულ დარგებსა და მიმართულებებს; განსაზღვრავს პრობლემებსა და საჭიროებებს; ხელს შეუწყობს კერძო სექტორსა და დონორ ორგანიზაციებს შორის ორმხრივi, სარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გეგმავს  მოთათბირეებისთვის სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების ორგანიზებას, რაც მათ საშუალებას მისცემს მიღებული ცოდნა მოახმარონ საკუთარი რეგიონის განვითარებას,  რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხის ამაღლებას, რაც თავის მხრივ განაპირობებს მათი  კონკურენტ-უნარიანობის ზრდას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ფერმერთა ასოციაციის მრჩეველთა საბჭოების ხელმძღვანელები/ექსპერტები, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მოთათბირეებს მიაწვდიან რეკ­­ომენდაციებს სექტორში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების, საკანონმდებლო ცვლილებების, სამომავლო პერსპექტივებისა და ამ მიმართულებით მომუშავე დონორების შესახებ.
სასწავლო პროგრამების გავლის, ექსპერტების რეკომენდაციებისა და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერის შედეგად, მოთათბირეები შეძლებენ მთავრობის მიერ ინიცირებული იმ კანონპროექტების შემუშავების პროცესში ჩართვას, რომლებიც უშუალოდ ეხება ფერმერთა, როგორც მცირე მეწარმეების კეთილდღეობას.
 katalogi-10